პოლიციამ მფრინავის სახლში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იპოვა

პოლიციამ მფრინავის სახლში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იპოვა

პოლიციამ მფრინავის სახლში მნიშვნელოვანი მტკიცებულება იპოვაგერმანიის პოლიციამ განაცხადა, რომ გერმანელი მფრინავის სახლის ჩხრეკისას მნიშვნელოვანი მტკიცებულება მოიპოვა. პილოტი ლაინერ Airbus A320-ის გამიზნულ კატასტროფაშია ეჭვმიტანილი.
მედიის განცხადებით, გამომძიებლებს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებიათ რა არის მტკიცებულება, მაგრამ მათ სახლიდან ამოიღეს მფრინავის რამდენიმე ნივთი, მათ შორის კომპიუტერი.
დეტალების გახმაურებაზე პოლიცია ჯერჯერობით უარს აცხადებს. ამავე დროს, მათ თქვეს, რომ პილოტს წერილი არ დაუტოვებია.
ჩხრეკა რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა და ის ფრანგი კოლეგების მოთხოვნით ჩატარდა. გუშინ მარსელის პროკურორის განცხადებით მეორე პილოტმა მიზანმიმართულად გამოწვია კატასტროფა, მან კაბინიდან გასულ პირველ მფრინავს კარები არ გაუღო და ლაინერის ჩამოვარდნა განახორციელა.
ფრანგი პროკურორის გამოსვლის შემდეგ კომპანიებმა Germanwings და Lufthansa-ს წარმომადგენლემბა განაცხადეს, რომ შოკირებული არიან პროკურორის სიტყვებით, რომ მფრინავმა გააზრებულად დააჯახა ალპებს თვითმფრინავი. „ჩვენ თანამშრომლებს ძალიან ფრთხილად ვირჩევთ. ყველაზე საშინელ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდით მსგავს ტრაგედიას“ განაცხადა Lufthansa-ს ხელმძღვანელმა, რომელსაც ასევე ეკუთვნის კომპანია Germanwings.
რა არის ცნობილი მეორე მფრინავ ანდრეას ლუბიცზე, რომელიც აირბასის მიზანიმართულად ჩამოგდებაშია ეჭვმიტანილი:
– ის 28 წლის იყო. სწავლა 2008 წლის ზეფხულში დაიწყო ბრემენში, არიზონას შტატში. აშშ.
– 2013 წლიდან მუშაობდა მეორე მფრინავად. კოლეგების თქმით, სამსახურით კმაყოფილი იყო.
– ცხოვრობდა მონტაბაურში, ფრანკფურტიდან მოშორებით, როგორც ამბობენ, მშობლებთან ერთად.
– ყავდა ბევრი მეგობარი და აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა.
– მისი ფეისბუქ გვერდიდან გამომდინარე, უყვარდა სირბილი და პოპ მუსიკა.
ლაინერში, რომელმაც ფრანგულ აპებში განიცადა კატასტროფა 150 ადამიანი იმყოოფებოდა. მათ შორის 16 ბავშვი.

banner
წინა სტატიაშილიუდმილა პუტინა: ჩემი ყოფილი ქმარი უკვე დიდი ხანია, ცოცხალი აღარ არის…რუსეთს პუტინის ორეული მართავს
შემდეგი სტატიაA-320-ის გამოცანა: როგორ შეიძლება მფრინავის კაბინის ჩაკეტვა?