პოლიციამ ბორის ნემცოვის მკვლელების ავტომანქანა აღმოაჩინა

როგორც რუსული მედია აცხადებს, ნაპოვნია მანქანა, რომლითაც დაუზუსტებელი ინფორმაციით წუხელ ბორის ნემცოვის მკვლელები გადაადგილდებოდნენ. ეს მანქანა, რომელსაც ინგუშეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნები აქვს, მოსკოვის ცენტრში მიტოვებული იპოვეს.

მანქანის გაჩერების ტერიტორია შემოსაზღვრულია და ამ დროისთვის ავტომობილების დათვალიერება მიმდინარეობს ბიოლოგიური ნაწილაკების  თითის ანაბეჭდების აღმოსაჩენად.
აღსანიშნავია, რომ თეთრი ავტომანქანები მკვლელობის ადგილთან ახლოს იპოვეს.
მანამდე რუსული მედია წერდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე პოლიცია თეთრი ფერის Ford Focus-ის ან Ford Mondeo-ს მარკის ავტომანქანას ეძებდა, თუმცა აღმოჩენილი მანქანა ,,ლადა პრიორა გახლავთ,,

 

 

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი – ეს არის პოლიტიკური მკვლელობა
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 21 მარტს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს