პოლიტიკური ფასი და პოლიტიკური შანტაჟი

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოსნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი, გოკა გაბაშვილი, ხელისუფლების გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს აფასებს და ამბობს, რომ მთავრობა სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველ ნაბიჯებს დგამს.

„ერთი მხრივ არის იაფი გაზი მეგობრისგან და მეორე მხრივ არის ძვირი გაზი მტრისგან, რომელიც არის ამასთანავე არასტაბილური და ხშირად გამოყენებულია პოლიტიკურ იარაღად, რასაც თან მოსდევს პოლიტიკური ფასი და პოლიტიკური შანტაჟი,“ – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრი დეპუტატი, გოკა გაბაშვილი, 2006 წლის მოვლენებსაც იხსენებს, როდესაც პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთმა საქართველო ზამთარში „გაყინული დატოვა“.

გაბაშვილის თქმით, რუსეთი ამ იარაღს ხშირად იყენებს შანტაჟისთვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ბევრი ქვეყნის მიმართ.

გოკა გაბაშვილი აზერბაიჯანის მეგობრულსა და მყარ პარტნიორობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებები “აზერბაიჯანის პარტნიორობის ფონზე თვალებში ნაცრის შეყრაა”.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი ახმეტ ჩატაევის საქმეზე მთელს პასუხისმგებლობას არჩილ კბილაშვილს აკისრებს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე:”2006 წელს რუსეთმა საქართველოს ყველაზე ცივი ზამთარი მოუწყო”