„პოლიტიკურად მოტივირებული პროკურატურა არაფორმალური ივანიშვილი,“- გიგი უგულავა

“თავს არ ვთვლი დამნაშავედ და მეტიც – ბრალს ვდებ პროკურატურას ფალსიფიკაციაში და გაყალბებაში. ამ ბრალის წარდგენის მიზეზი ჩემი დაპატიმრება და აღკვეთის ღონისძიება იყო. ის, რაც შეთხზული ზღაპრით პროკურატურამ გააკეთა, საერთაშორისო სამართლის ენაზე არის სამართლით ვაჭრობა,“- ეს განცხადება გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში გააკეთა.

დედაქალაქის ყოფილმა მერმა განაცხადა რომ მის წინააღმდეგ დევნას ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს.

ეს განცხადებები უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთა სადაც მისი და მასთან ერთად ბრალდებული გიორგი ღონიაშვილის წინააღმდეგ საქმის განხილვა მიმდინარეობს.

საქმე ეხება მარნეულის საარჩევნო კომისიაში მომხდარ ინციდენტს და “სითი პარკის” დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებას. კერძოდ, უგულავას პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და იძულებას ედავება. ასევე დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებული გიორგი ღონიაშვილი ყოფილი მერის ქვისლია. ამ საქმეზე, უგულავას და ღონიაშვილს აღკეთის ღონისძიებად პატიმრობა დაახლოებით 6 თვის წინ შეუფარდეს.

banner
წინა სტატიაშიფრანსუა ოლანდი და ნიკოლა სარკოზი ერთმანეთს ხვდებიან
შემდეგი სტატიადაჭრილი პოლიციელი ქალი გარდაიცვალა