„პოზა აირჩია, რომ თან არის და თან არ არის“

პრეზიდენტის პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვას ითხოვს კვლავ საპარლამენტო ოპოზიცია.

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აუცილებელია სხდომას მთავრობაც დაესწროს. მიხეილ მაჭავარიანი გიორგი მარგველაშვილზე აცხადებს, რომ „პოზა აირჩია, რომ თან არის და თან არ არის.“

„თავისუაფლი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ გაუგებარია, რატომ არ სურს უმრავლესობას, გაიმართოს დებატები, რადგან, მისი აზრით, პარლამენტია სწორედ ის ადგილია, სადაც დებატები უნდა იმართებოდეს.

ამის აუცილებლობას ვერ ხედავენ უმრავლესობაში, თუმცა კოალიციის ნაწილი ეთანხმება დებატების გამართვის ინიციატივასაც და მიაჩნიათ, რომ თუ მთავრობაც დაესწრება, არ იქნება ურიგო.

“მთავრობა იქნება თუ არა წარმოდგენილი, ეს არ არის საკონსტიტუციო ვალდებულება, თუ მათი მხრიდან იქნება სურვილი, რომ დაესწრონ დისკუსია, არ იქნება ურიგო“-დიმიტრი ხუნდაძე.

ქვეყნის პირველი პირის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის და ფორმატის შესახებ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები გაგრძელდება.

გიორგი მარგველაშვილი სიტყვით 18 მარტს წარსდგება კანომდებლების წინაშე.

banner
წინა სტატიაში,,უკრაინელებო წადით ტრ…ში,, სერგეი დორენკოს ვიდეომიმართვა
შემდეგი სტატიაბათუმში სამი წლის ბავშვი საკანალიზაციო ჭაში ჩავარდა