“პირველ პრესკლუბში” ანდრო ბარნოვსა და ზურაბ ქადაგიძეს შორის დაპირისპირება მოხდა

„პირველ პრესკლუბში“ ანდრო ბარნოვის პრესკონფერენციის მიმდინარეობისას „ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელი ზურაბ ქადაგიძე შეიჭრა, რასაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ზურაბ ქადაგიძემ ანდრო ბარნოვს, მისი გუშინდელი ქმედებებისა და განცხადების გამო, პასუხი მოსთხოვა, რასაც ბარნოვის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.

„ტაკიმასხარა და ცირკაჩი ხარ. პოლიტიკური რეზერვი ხარ. კოდორი სად არის გეკითხები?! სად არის 140 სოფელი, რუსის ჯარი რომ დგას აქ 40 კილომეტრში“,- მიმართა ანდრო ბარნოვს ზურაბ ქადაგიძემ.

ანდრო ბარნოვმა ქადაგიძეს თავხედი უწოდა და პრესკლუბის დატოვება მოსთხოვა.

თავის მხრივ ზურაბ ქადაგიძემ ბარნოვს წინა ხელისუფლების მიერ კოდრის ხეობისა და 140 სოფლის დაკარგვა შეახსენა.

banner
წინა სტატიაში“ჩოქური ბიუჯეტის ქურდი,”- სამგორის რაიონის გამგეობასთან აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიარძისა და რძის პროდუქტების ეტიკეტებზე ახალი ტერმინები გაჩნდება