პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

201009144831პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია იწყება.სარეგისტრაციო ფანჯარა ხვალ, 15 მაისს 09:00 საათზე გაიხსნება და პროცესი 9 ივნისის ჩათვლით გაგრძლდება.რეგისტრაციის გავლა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდებზე იქნება შესაძლებელი.უწყების ცნობით, რეგისტრაციას გაივლიან მხოლოდ ის ბავშვები, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება კი 2015 წლის 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი: http://registration.emis.ge ან ისარგებლეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.

banner
წინა სტატიაში,,ლარი – ოცნების მესაფლავე,,
შემდეგი სტატიაქობულეთში გარდაცვლილ ბავშვებს შაბათს დაკრძალავენ