პირველი ნახევრის შემდეგ ბათუმის “დინამო” იგებს, თბილისის “დინამო” კი მეტოქეს ვერ ამარცხებს

UEFA-ს ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული კლუბები პირველ შეხვედრებს მართავენ. თბილისში “დინამო არენაზე”, თბილისის “დინამო” აზერბაიჯანულ “გაბალას” მასპინძლობს.

პირველი ნახევრის შემდეგ გუნდები შესვენებაზე ოგოლოდ გავიდნენ. პირველ ტაიმში გოლის გატანა, როგორც თბილისელებს, ისე აზერბაიჯანელებსაც შეეძლოთ, თუმცა დამაგვირგვინებელ ფაზაში გუნდებს არ უმართლებდათ.
ზესტაფონში კი ბათუმის “დინამო”, მრისხანე მეტოქეს კვიპროსულ “ომონიას” არაფერს უთმობს. ბათუმელები მატჩის მე-40 წუთზე ბადრი ტეტუნაშვილმა დააწინაურა.
რაც შეეხება კიდევ ერთ ქართულ კლუბს, “ცხინვალს”, ის ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ “ბოტოშანს” რამდენიმე წუთში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
banner
წინა სტატიაშიიან კელი და მისი მეუღლე გააგრძელებენ აშშ-საქართველოს დინამიურ ურთიერთობებს იმ წერტილიდან, სადაც მე და მერი გავჩერდებით
შემდეგი სტატიარიჩარდ ნორლანდი – საკმაოდ რთულია ფიქრი საქართველოდან გამგზავრებაზე