პირველი თოვლი თბილისში და მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

წელს თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. დილიდან დედაქალაქში წვიმდა, თუმცა რამდენიმე წუთის წინ გათოვდა. ამჟამად ქალაქში ტემპერატურა +1 გრადუსია.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, დღეს თბილისში თოვლჭყაპი შენარჩუნდება. მაქსიმალური ტემპერატურა დღის განმავლობაში +3 გრადუსს მიაღწევს, თუმცა, სპეციალისტების თქმით, თოვლი არ დადებს.

ნალექიანი ამინდები თბილისში, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე გაგრძელდება, თუმცა ყინვები მოსალოდნელი არ არის.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში დაღუპული გოგონას ნათესავებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაავარიაში ქართველი კანონიერი ქურდი დაიღუპა