პირველი ელექტროთვითმფრინავის გადაფრენა

კაცობრიობის ისტორიაში პირველად ელექტროთვითმფრინავმა ლა-მანში გადაცურა. მფირავი ფრანგი იუგ დიუვალი იყო და მან რამდენიმე საათით გაუსწრო ევროავიაციურ კონცერნ Airbus Group-ის ორკაციან E-Fan.
იუგ დიუვალი პილოტების ჯგუფის Cri Cri-ს წევრია. გაფრენა ფრანგულ ქალაქ კალედან მოხდა.
გადაფრენის მარშრუტი, რომელიც ისტორიული უნდა გამხდარიყო, შემთხვევით არ იყო შერჩეული. ზუსტად კალედან დუვრში 1785 წლის იანვარში პირველემბა გადალახეს ლა-მანში ფრანგმა მექანიკოსმა ჟან პიერ ბლანშარმა და მისმა ამერიკელმა მეგობარმა დოქტორ ჯონ ჯეფრიმ

ორკაციანმა E-Fan-მაც კარგად შეასრულა დავალება. ინგლისური ქალაქიდან ლიდ ფრანგულ კალემდე მან მანძილი 36 წუთში დაფარა. თვითონ კომპანიისთვის გაფრენის მთავარი დანიშნულება ტესტირება იყო. E-Fan-მა თავისი პირველი რეისი 2014 წელს შეასრულა და ასობით ფრენები შეასრულა.
ახლა Airbus-ი ახალი ტიპის თვითმფრინავების კიდევ რამდენიმე ვარიანტის შექმნას აპირებს, რომ მაქსიმალურად გაზარდოს ფრენის ხანგრძლივობა. გეგმაშია ფრენის არსებული 1,5 საათის 3 საათამდე გაზრდა. Airbus-ის გეგმით 2017 წელს ახალი ტიპის თვითმფრინავები უკვე ბაზარშიც გამოჩნდება. კომპანიის საბოლოო მიზანია 2030 წლისთვის 100 ადგილიანი ელექტრო თვითმფრინავების გაყიდვაში გაშვება.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთმა გერმანული ეკონომიკისთვის მნიშვნელობა დაკარგა
შემდეგი სტატიათურქეთში ისლამისტური სახელმწიფოს 20 ბოევიკი დააკავეს