„პირველად მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება“, – ლორა ტორნტონი

აშშ-ს ერვონულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორმა გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ელოდება ნაბიჯების გადადგმას პრობლემების მოსაგვარებლად.

ლორა ტორნტონმა განაცხადა, რომ პირველად მოსახლეობის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორად ვითარდება და მოქალაქეების უკმაყოფილება დიდწილად უკავშირდება ეკონომიკურ მდგომარეობას. მისი თქმით, ეს არის შესაძლებლობა ყველა პარტიისთვის პროაქტიულად მიაწოდონ ხმა ყველა ამომრჩეველს. ტორნტონმა აღნიშნა, რომ ძალიან დიდია ასპარეზი და შეუძებელია იმის თქმა, ვინ გაიმარჯვებს მომავალ რჩევნებში.

„რაც შეეხება ინსტიტუციებს. პირველად ჩავსვით იუსტიციის სახლები გაზომვის სიაში და ისინი TOP სამეულში მხოვდნენ. რეაც შეეხება პოლიციას, ისინ ინარჩუნებს ადგილს ოთხეულში. თუმცა თუ შევხედავთ ადრინდელ კვლევებს, დავინახავთ, რომ პოლიციის საქმიანობის დადებითი შეფასება მნიშვნელოვნად არის დაკლებული“, – განაცხადა NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ NDI-მ დღეს კვლევის პოლიტიკური ნაწილი გამოაქვეყნა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი – 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაიამ ფრაქცია ქართული ოცნება დატოვა
შემდეგი სტატია,,გლახად როა თქვენი საქმე, კვლევის გარეშე ვერ ხვდებით მაგდენს?!,,