პიკასოს ნახატი რეკორდულ თანხად გაიყიდა

პიკასო2ნიუ-იორკში Christie’s-ის აუქციონზე პიკასოს „ალჟირელი ქალები“ რეკორდული თახით 179,365 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ხელოვნების ეს ნიმუში ყველაზე ძვირადღირებული გახდა იმ ნახატენბს შორის, რაც კი ოდესმე გაყიდულა აუქციონებზე.
უკანასკნელი 11 წუთი ნახატისთვის ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ტელეფონით, საიდანც მიდიოდა ვაჭრობა. ვარაუდობდნენ, რომ ნახატი 140 მილიონად გაიყიდებოდა, მაგრამ მყიდველები გაცილებით მეტის გადასახდელად იყვნენ მზად.
იმავე საღამოს რეკორდული თანხა აჩვენა შვეიცარიელი ოსტატის ალბერტო ჯაკომეტის „მიმთითებელმა“, რომელშიც 141,3 მილიონი დოლარი გადაიხადეს.
ორივე შემთხვევაში მყიდველებმა ანონიმურად არჩიეს დარჩენა.
აუქციონის სახლმა Christie’s გაყიდული ხელოვნების ნიმუშებიდან 12% საკომისიო მიიღო.

banner
წინა სტატიაშირუსეთში პუტინს ძეგლი დაუდგეს
შემდეგი სტატიათურქეთმა სირიის საზღვართან ,,უპილოტო,, ჩამოაგდო