პეტრო პოროშენკო: ხვალ უკრაინა მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებს გამოაქვეყნებს

ხვალ, უკრაინული მხარე სრულ ანგარიშს წარმოადგენს მარიუპოლის დაბომბვის მტკიცებულებებთან დაკავშირებით. “უნიანის” ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
“დილით გამოვაქვეყნებთ იმ ადამიანის მტკიცებულებებს, რომელიც იმაზე მუშაობდა, რომ რაკეტები საცხოვრებელ კვარტლებში ზუსტ წერტილში ჩამოვარდნილიყო, რათა ყველამ დაინახოს ეს დანაშაული. ყველა ნახავს მათ, ვინც ეს ჩაიდინა”, – განაცხადა დღეს პოროშენკომ.
მისივე თქმით, ტერორისტებს მინსკის შეთანხმება რომ დაეცვათ, ვოლნოვახასა და მარიუპოლის დაბომბვა შეუძლებელი იქნებოდა. პოროშენკოს განცხადებით, უკრაინა მინსკის შეთანხმების ყველა დებულებას იცავს. ამავდროულად, პრეზიდენტის თქმით, მათ, ვინც ამ შეთანხმების შესრულების გარანტის ფუნქციები იტვირთა, გამყოფის ხაზი რომ დაეცვა, ტერიტორია ნოვოაზოვსკიდან კომსომოლსკამდე დემილიტარიზებული და “ბოევიკებისგან” თავისუფალი უნდა ყოფილიყო.

banner
წინა სტატიაშიოფიციალური თბილისი უკრაინელ ხალხს თანამდგომას უცხადებს
შემდეგი სტატიაირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის აღდგენას ითხოვს