პეტრო პოროშენკო – მგონია, რომ პუტინისთვის უკრაინის საკითხი ემოციურია

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ირწმუნება, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგს ინარჩუნებს და როგორც “The Wall Street Journal”-ს განუცხადა, ვლადიმერ პუტინს, სულ მცირე , ორ კვირაში ერთხელ ტელეფონით ესაუბრება.

“მგონია, რომ უკრაინის საკითხი მისთვის ძალიან ემოციურია”, – განაცხადა პოროშენკომ, რომელიც ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი აუცილებელია.

“თუ მკითხავთ, ვენდობი, თუ არა მას? ჩემი პასუხი იქნება: არა. თუ მკითხავთ, ვენდობი, თუ არა ევროკავშირს? გიპასუხებთ, რომ კი”, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინის ლიდერის თქმით, პუტინთან საუბრისას ყირიმის საკითხი ყოველთვის დგას დღის წესრიგში, მაგრამ, მისი თქმით, მას არ შეუძლია ჰქონდეს არავითარი კომპრომისი.
პეტრო პოროშენკო ინტერვიუში აცხადებს, რომ დაზვერვის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 8-დან 9,5 ათასამდე რუსი სამხედრო იმყოფება. მისივე თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საომარი გზით ვერ გადაწყდება, რადგან რუსეთს მსოფლიოში უდიდესი – მილიონ 200 ათასიანი არმია ჰყავს. ამასთან, პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინა მზადაა თავისი ტერიტორიების დასაცავად.

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი – იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში შედის
შემდეგი სტატიაუკრაინის მთავრობას რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილიც აძლევს