პეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო კონფლიქტის ზონიდან სამთავრობო ჯარების გაყვანის ბრძანებას მალე გასცემს. ამის შესახებ უკრაინული მედია სამხედრო პერსონალზე დაყრდნობით იუწყება.
“ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის ბრძანებას დღის ბოლოს”, – განაცხადა სამხედრო წყარომ.
რაც შეეხება პრორუს მებრძოლებს, ისინი აცხადებენ, რომ მათ უკვე დაიწყეს მინსკის შეთანხმების მიხედვით სამხედრო ტექნიკის ფრონტის ხაზიდან გაყვანა.
გარდა ამისა, უკრაინის არმიის განცხადებით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში მსხვერპლი არ ყოფილა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გადადგა
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინმა ქართულ-რუსული დიალოგის მონაწილეებს უმასპინძლა