პეტრე ცისკარიშვილი: ხელისუფლება თითოეულ ადგილსა და სკამს ებღაუჭება მომავალ პარლამენტში

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში იწყება. ცვლილებათა პაკეტი პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე გადააგზავნა. დოკუმენტს ხელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 14-მა პოლიტიკურმა პარტიამ და 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ მოაწერეს. ახალი ნორმა მაჟორიტარული სისტემის პროპორციულით ჩანაცვლებას ითვალისწინებს.

ინიციატორების შეფასებით, შესაბამისი ნორმა კონსტიტუციაში აუცილებელია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალოს.

„ისინი ებღაუჭებიან და მათ აინტერესებთ თითოეული ადგილი და სკამი მომავალი 2016-20 წლების პარლამენტში“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მოთხოვნას მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

banner
წინა სტატიაშიმეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებულ ხიდზე მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატიადავით კერესელიძე: უკრაინასთან არანაირი ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება არ მოხდება