პეტრე ცისკარიშვილი: ხელისუფლება და ოლიგარქი ივანიშვილი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან

პეტრე ცისკარიშვილი:საქართველო შედის ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში

ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაძლო დაკავებას ეხებოდა, საქართველოს საერთაშორისო დონორებთან ურთიერთობას საფრთხის ქვეშ აყენებს. – ამის შესახებ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილიმა განაცხადა.

“ეს ხელისუფლება და კონკრეტულად ოლიგარქი ივანიშვილი, თავისი ქმედებებით და განცხადებებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას ძირს უთხრიან და ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან, სავალუტო ფონდთან, სახიფათო კონფლიქტში შედიან, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახება სხვა დონორების მხრიდან საქართველოსთან თანამშრომლობაზე”, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სთხოვა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე არ დაეკავებინათ და ეს თხოვნა გაითვალისწინა.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლის მხრიდან ეს თხოვნა პირად შეხვედრაზე დაფიქსირდა და მისი პოზიცია იყო, რომ რაც “მისი პირადია”, შეუძლია, აპატიოს.

“ქართუ ბანკის” საკითხი პირადი იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც იცოდნენ, რომ მან კანონი დაარღვია, ის კი არ უთქვამთ, დასაჭერი არ არისო. ჩვენ ვიცით, რომ ის დასაჭერია, მაგრამ იქნება აპატიოთო. მეც ვუთხარი, რომ რაც პირადულია, შემიძლია გავაკეთო და პროკურატურაში განცხადების მსვლელობა შევაჩერე, რაზეც ჯავახიშვილი ძალიან განაწყენდა, მაგრამ ვინც მთხოვა, იმასაც და თვითონ გიორგი ქადაგიძესაც განვუმარტე, რომ სახელმწიფოს წინაშე თუ აქვს დარღვევა ჩადენილი, მე ხელს ვერ დავაფარებდი”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან დოლიძემ უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი დააფუძნა
შემდეგი სტატიარა საკითხზე მსჯელობენ „ქართული ოცნების“ ოფისში შეკრებილი დეპუტატები