პეტრე პოროშენკო: უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის

დღეს უკრაინა სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს

უკრაინა ჯერ მზად არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად ლვოვის ოლქში ერთ-ერთ პოლიგონზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე აღნიშნა, რომ არც ნატოა მზად უკრაინის საკუთარ რიგებში მისაღებად.

“კითხვაზე, არის თუ არა მზად უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად, პასუხი მარტივია – არა. ჩვენ ამისთვის მომზადება გვჭირდება. მზად არის თუ არა ნატო, რომ უკრაინა მისი წევრი გახდეს, აქაც პასუხია – არა. თუმცა, ნატოს კარი უკრაინისთვის 2008 წლიდან ღია რჩება”, – განმარტა პოროშენკომ.

თავის მხრივ ალიანსის ლიდერმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში გასაწევრიანებლად განაცხადის წარდგენა შეეძლება მაშინ, როდესაც ქვეყანაში რეფორმების გატარებას დაასრულებს. მისივე თქმით, ნატო უკრაინას ამ რეფორმების განხორციელებაში ეხმარება, რათა ალიანსის სტანდარტებს აკმაყოფილებდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაჩეჩილაძის ინფორმაციით, “მაესტროს” დირექტორი ტელეკომპანიის გაკოტრებულად გამოცხადებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: თუ ზეწოლა გაძლიერდა, მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ