პეტრე პოროშენკო: რუსეთს არ შეუძლია ჩვენი გარედან დამარცხება, ამიტომ ძირის გამოთხრას შიგნიდან ცდილობს

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

მინსკში უკრაინის კრიზისზე საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დასრულდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაადასტურეს, რაც ამჯერად ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება.

ლუგანსკსა და დონეცკში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა პრეზიდენტმა პოროშენკომ მთავრობის სხდომაზე. ის არ გამორიცხავს რუსეთის მხრიდან შეტევის განახლებას. პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი უკრაინის შესუსტებას შიგნიდანაც ცდილობს.

“მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეორე დღეა ცეცხლი შეწყვეტილია, მთავარ საფრთხედ მაინც რჩება რუსეთის მხრიდან შეტევის განახლება. მოსკოვს ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, სოცილაური და ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება სურს. უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. რუსეთს არ შეუძლია ჩვენი გარედან დამარცხება, ამიტომ ძირის გამოთხრას შიგნიდან ცდილობს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

banner
წინა სტატიაშიზვიად სიჭინავას პასუხი ,,თაიმერში,, გასულ ინფორმაციაზე… (VIDEO)
შემდეგი სტატიაჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილის სამუშაო ვიზიტი დაიწყო