პეტრე–პავლობის დღესასწაული განსაკუთრებით წალენჯიხის ფერისცვალების ტაძარში აღინიშნა, სადაც დღეს მამა ბასილი მღვდლად აკურთხეს. კურთხევას ზუგდიდი-ცაიშის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე გერასიმე ესწრებოდა.
მიუხედავად იმისა, დილიდან წვიმს და ტაძრამდე მისასვლელი გზის ერთი მონაკვეთიც სანახევროდ ჩახერგილია, ტაძარი მრევლით იყო სავსე. იყვნენ სტუმრები სხვა ქალაქებიდანაც. გადაუღებელი წვიმების გამო წალენჯიხას ელექტროენერგია დილიდან არ მიეწოდებოდა, თუმცა ამ წუთისათვის ელექტოენერგიის მიწოდება აღდგენილია.