პესკოვმა აშშ-ს საბერძნეთისადმი მოწოდებაზე, რუსულ თვითმფრინავებთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა

მოსკოვი აშშ-ს ათენისადმი მოწოდების რეაქციას ელოდება, რომელიც საბერძნეთის საჰაერო სივრცეში რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეშვების აკრძალვას ეხება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ათენს მოუწოდა რუსული თვითმფრინავები არ შეუშვას საბერძნეთში.
“სანამ ათენის პოზიცია გაირკვევა, ვერაფერს ვიტყვი” – განაცხადა პესკოვმა.

პრეზიდენტის პრეს-მდივანმა ვერ უპასუხა შეკითხვას, გაზარდა თუ არა რუსეთმა სირიის მხარდაჭერა. მან ჟურნალისტებს მხოლოდ შეახსენა, რომ პუტინის თქმით, რუსეთი სირიას მუდმივად ეხმარება.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთმა უარი უთხრა აშშ-ს რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის დახურვაზე. საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკისგან მოთხოვნის მიღება დაადასტურა, თუმცა, ოფიციალური პასუხი მასზე ჯერჯერობით არ გაკეთებულა.
პუტინის თქმით, რუსეთი მიმდინარე მომენტში არ მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში სირიაში, თუმცა, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავს სირიელ კოლეგებთან და რეგიონის ქვეყნებთან.
ამასთანავე, პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი სირიას დიდი ხანია ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს, რომელსაც გააგრძელებს კიდეც.

31 აგვისტოს ებრაულმა მედიამ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ რუსეთმა სირიაში სამხედრო ტექნიკა და ძალა გადასტყორცნა.

banner
წინა სტატიაშიგივი თარგამაძე: ეს ადამიანი, როგორც კი ფული შემოაკლდება, ბანკის გასაძარცვად ისე დადის, როგორც სამსახურში (ვიდეო)
შემდეგი სტატიაპეტერბურგში პაციენტმა ექიმს ესროლა