პენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა

პენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა

პენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგაპენტაგონმა სირიელი ამბოხებულები 50 ტონა საბრძოლო მასალით მოამარაგა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში – ამის შესახებ პენტაგონის პრეს-მდივანმა ილაპარაკა. მან თქვა, რომ შეიარაღება თვითმფრინავ c-17-დან ჩამოყარეს, მათ შორის იყო ყუმბარები და სასროლი იარაღები. როგორც იტყობინებიან, ამბოხებულებმა უკვე მიიღეს აშშ-ს მიერ ჩამოგდებული შეიარაღება.

ოპერაცია მას შემდეგ ჩატარდა, რაც აშშ-მ უარი თქვა გეგმაზე, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ათასი ამბოხებულის გაწვრთნას გულისხმობდა და რომლეზეც 500 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი. ფული აღნიშნული გეგმის სანაცვლოდ, იარაღში დაიხარჯება.
ასადის ხელისუფლების წინააღმდეგ მეომარ დაჯგუფებათა რამდენიმე მეთაური უკვე გამოსცადა აშშ-მ და როგორც იტყობინებიან, ისინი პენტაგონის და სრულიად კოალიციის ნდობით სარგებლობენ.
“რაკის რევოლუცირი ჯგუფის” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა “როიტერთან” საუბარში განაცხადა, რომ მათი ცნობით იარაღის მიწოდების მიზანია ქურთ ამბოხებლებთან ერთად რაკიში პოზიციების გამაგრება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

“რაკის რევოლუციური ფრონტი” ქურთების მილიციის განყოფილებასთან ერთად “სირიის დემოკრატიული ძელების” ალიანსში შევლენ, რომლის შექმნის შესახებაც ორშაბათს იქნა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო: მივესალმები, თუ ბიუჯეტში მეტი შესაძლებლობა გაჩნდება პენსიების გასაზრდელად
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ზედამხედველობის სააგენტო არ ამოქმედდეს