პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების განთავსება დაასასტურა

ენტაგონის ხელმძღვანელი: არ გვინდა რუსეთი ჩვენი მტერი იყოს

პენტაგონმა აღმოსავლეთ ევროპაში ტანკების განთავსება დაასასტურააშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ აღმოსავლეთ ევროპაში მძიმე შეიარაღების, მათ შორის ტანკების და არტილერიის განთავსების მზაობა დაადასტურა.
უწყების ხელმძღვანელის ეშტონ კარტერის თქმით, შეიარაღება შევა ესტონეთში, ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთსა და პოლონეთში. ყველა ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა თანახმაა ამრიკული შეიარაღების ბატალიონები განათავსოს საკუთარ ტერიტორიაზე.
ადრე პოლონეთმა ნატოს თხოვნით მიმართა ჯარები რუსეთისგან მოსალოდნელი აგრესიის გამო საკუთარ ქვეყანაში გადმოესროლათ. მალე პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ალიანსი მზად არის ამაზე თანხმობა განაცხადოს, მაგრამ ეს მხოლოდ ახლა დადასტურდა ოფიციალურად.
ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად ხდება, რომ ვარშავის ხელშეკრულების წევრი ქვეყანა საკუტარ ტერიტორიაზე ანთავსებს ნატოს შეიარაღებას.
რუსეთმა გეგმას ნატოს აგრესიული ნაბიჯი უწოდა.

banner
წინა სტატიაში
შემდეგი სტატია“მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, ეს ასეც იქნება” – ზვიად ძიძიგური