პედაგოგების წინააღმდეგ ახალი სანქციები ამოქმედდება

სანიკიძე

პედაგოგების წინააღმდეგ ახალი სანქციები წესდება. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი სკოლის შიდა განაწესს დაარღვევს, მის წინააღმდეგ სანქციები გატარდება.

შესაბამისი რეგულაციები უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

პედაგოგების მიმართ სასჯელი, მსუბუქ შემთხვევაში შენიშვნის მიცემა ან საყვედური, ხოლო მაქსიმალური სანქცია სამსახურიდან გათავისუფლება იქნება. სანქციები არ შეეხებათ კერძო სკოლების მასწავლებლებს.

დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე პასუხისმგებელი განათლების სამინისტროში არსებული დისციპლინური კომიტეტია.

როგორც განათლების მინისტრი, თამარ სანიკიძე, ამბობს, რომ “რეგულაციები ისედაც იყო სხვდასხვა დოკუმენტებში გაფანტული, ძირითადად “მასწავლებელთა ეთიკის კოდექსში”, მაგრამ პედაგოგები სხვადასხვანაირად უდგებოდნენ საკითხს, ამიტომ გახდა საჭირო ამ საკითხში მეტი კონკრეტიკის შეტანა.”

banner
წინა სტატიაშიკრწანისელები ჩინურ კომპანიას სასამართლოში უჩივლებენ
შემდეგი სტატიაCharlie Hebdo-ს ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა ვინაობა უკვე ცნობილია