“პატრიოტთა ალიანსის” კანდიდატი სოფელ ჩაილურში პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

“პატრიოტთა ალიანსის” საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის სოსლან გარსევანიშვილის ინფორმაციით მათი კანდიდატი სოფელ ჩაილურში დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან “თაიმერთან” საუბარში განაცხადა.

როგორც მან განაცხადა უცნობია რა საქმეზე მოხდა არჩევნების დღეს კანდიდატის საგამოძიებო უწყებაში დაბარება.

“თაიმერთან” საუბრისას სოსლან გარსევანიშვილმა სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საგარეჯოში თითქმის ყველა უბანზე 50-ით მეტი საარჩევნო ბიულეტენი ფიქსირდება.

“ჩვენ უკვე ვიყავით 7 საარცევნო უბანზე და ერთიდაიგივე დარღვევა დავაფიქსირეთ- თითოეულ უბანზე 50-ით მეტი ბიულტენი ფიქსირდება. ამ ზედმეტი ბიულეტებით რა მანიპულაციებს განახორციელებენ არავინ არ იცის. ჩვენ აღნიშნული ფაქტები უკვე გავასაჩივრეთ”,- განაცხადა “თაიმერთან” საუბარში სოსლან გარსევანიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილის მოწოდება მთავრობას და კონკურენტებს
შემდეგი სტატია,,პატრიოტთა ალიანს” საგარეჯოში მედიაცენტრის გახსნის საშუალება არ მიეცა