პატრიარქმა დიდი მარხვის მნიშვნელობაზე იქადაგა

ილია მეორე-ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება,ღმერთი ადამიანს ჯვარს აძლევს იმის მიხედვით,რამდენის ტარებასაც შეძლებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდი მარხვის მნიშვნელობაზე იქადაგა.
როგორც პატრიარქმა ბრძანა, მარხვა არის ადამიანის სულიერი გაწმენდა და ცოდვათაგან სულიერი გათავისუფლება.
“ხვალიდან იწყება დიდი მარხვა, მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი ერი ამ მარხვის დროს განიწმინდოს. მარხვა არის ადამიანის სულიერი გაწმენდა, ცოდვათაგან გათავისუფლება და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სულიერად ავმაღლდეთ”, – აღნიშნა ილია მეორემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე – ადამიანი სულიერად დაცემული და გაუბედურებულია
შემდეგი სტატია300-მდე ოჯახი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი