ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სასამრთლო პროცესი, რომელიც ზუგდიდის მეოთხე საპყრობილის უფროსის ამირან ჯანაშიას და რეჟიმის უფროსის როგავას საქმეს ეხებოდა.
აღნიშნული პირები დღეს სასამრთლო დარნაზში დააკავეს. მათ ბრალი პატიმრების მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ედებოდათ. სასამართლომ ორივე პიროვნებას 3 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მუსაჯა.
პროცესს როგავასა და ამირან ჯანაშიას ოჯახის წევრები და ყოფილი თანამშრომლები ესწრებოდნენ. მათ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გააპროტეტეს და მას “პოლიტიკური დაპატიმრება” უწოდეს.