პატიმარ ქალებს ჰიგიენური საშაულებებით სახელმწიფო უზრუნველყოფს

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახი კახიშვილის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ერთობლივი ბრძანებით, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები განისაზღვრა. შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმების შესახებ დანართი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზებისათვის აუცილებელ ნორმებს.
ამ ნორმების დაცვა სავალდებულოა დაწესებულებებისათვის, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთათვის და სამინისტროს იმ კონკტრაქტორი იურიდიული პირებისათვის, რომლებიც ახორციელებენ დაწესებულებების კვებით მომსახურებას.
“ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების რეჟიმი განსაზღვრავს დღის განმავლობაში კვების ჯერადობას, მათ შორის, ფიზიოლოგიური თვალსაზრისით გამართლებული შუალედების დაცვას, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დამტკიცებული ნორმების მიზანმიმართულ განაწილებას დღისა და კვირის განმავლობაში და საკვების მიღებას მენიუ – განრიგით მკაცრად განსაზღვრული დროის მონაკვეთში.
განსაკუთრებულ სიტუაციებსა და პირობებში დასაშვებია დადგენილი კვების რეჟიმის შეცვლა და ახლის შემუშავება სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობით.
დაწესებულებაში კვების ორგანიზება უნდა შეესაბამებოდეს დაბალანსებულობისა (ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების თანაფარდობა) და კალორიულობის დადგენილ ნორმებს, რათა უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში მყოფ პირთა ჯანმრთელობის შენარჩუნება. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.
პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს.
განსაკუთრებული (დიეტური) კვების რეჟიმის საჭიროების მქონე ბრალდებულები/მსჯავრდებულები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ექიმის მიერ სამედიცინო ჩვენების შესაბამისად დადგენილი სამკურნალო კვებისათვის აუცილებელი პროდუქტებით, ამ ბრძანების დანართის №1-ის მოთხოვნების გათვალისწინებით”, -ნათქვამია ბრძანებაში.
შესაბამისი თავებით ასევე განსაზღვრულია კვების რეჟიმები და დაგეგმვა.
რაც შეეხება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებს, დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
დაწესებულებების სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები და პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, პატიმრობის კოდექსს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრების ბრძანებებსა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ნორმები შემუშავებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისა და ქმედუნარიანობის შენარჩუნების, ასევე ინფექციური და არაინფექციური დაავადებების წარმოშობისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და განსაზღვრავს კვების ობიექტებისა და ასევე კვების ორგანიზების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებსა და მოთხოვნებს.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კვების ორგანიზების უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია წინამდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნათა მკაცრი დაცვა.
ასევე, აუცილებელია კონტროლი დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე.
დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვაზე ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ან ექიმი.
დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ბრალდებულთა/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები; დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობის დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას.
საექიმო-სამედიცინო პუნქტის შესაბამისი პერსონალი ვალდებულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს დაწესებულების ადმინისტრაციას და ა.შ.
მეოთხე მუხლი განსაზღვრავს დაწესებულებაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების სანიტარიულ-ჰიგიენური უზრუნველყოფას.
“დაწესებულებაში მყოფ პირთა სათავსების არქიტექტურულ-ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და აღჭურვა უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების, პირადი ჰიგიენის დაცვის, ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხელშეწყობის შესაძლებლობას ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად, რაც გულისხმობს:
ხარისხიანი, უსაფრთხო და საკმარისი სასმელი წყლით უზრუნველყოფას (არანაკლებ 2,5 ლიტრი ერთ პირზე დღეში);
პირადი ჰიგიენის წესების (ხელ-პირის დაბანა, პირის ღრუს ჰიგიენური დამუშავება, სხეულის დაბანა არანაკლებ კვირაში ერთხელ, საპარიკმახერო მომსახურება: პირის გაპარსვა, თმის შეჭრა, ფრჩხილის დაჭრა) შესრულებისათვის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის ცენტრალიზებულ ქსელთან მიერთებული, შესაბამისად აღჭურვილი სანიტარიულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურით და ჰიგიენური საშუალებებით (საპონი, კბილის პასტა, ნეჭი, პირსახოცი) უზრუნველყოფას;
საწოლითა და ლოგინით (ლეიბი, ბალიში, საბანი) უზრუნველყოფას;
სუფთა თეთრეულით არანაკლებ კვირაში ერთხელ უზრუნველყოფას, აგრეთვე, სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლის მიწოდებასა და ცვლას დაბინძურების მიხედვით;
მიკროკლიმატის ოპტიმალურ დაცვას სათავსებში (18-25 ჩ0);
ბუნებრივ და ხელოვნურ განათებას, ვენტილაციას;
ნარჩენების შეგროვებისა და დროული გატანის უზრუნველყოფას;
სათავსების ყოველდღიური დასუფთავების, ავეჯისა და ფანჯრების ყოველკვირეული წმენდის, პერიოდული სადენზიფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოების ორგანიზებას;
სათავსის აღჭურვას საერთო სარგებლობის ავეჯით (მაგიდა, სკამი, ტუმბო, კარადა და სხვ.);
პერიოდული სამედიცინო შემოწმების, პროფილაქტიკური აცრების და სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებას.
ორსულ ქალებს, მეძუძურ დედებს, არასრულწლოვანებს, ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა შეექმნათ შესაფერისი საყოფაცხოვრებო და კვების პირობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
ქალი ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობა, როგორიცაა ჰიგიენური საფენების მიწოდება, სხვა ჰიგიენური საშუალებებისა და მათი განთავსების (გადაყრის) არსებობა.
დაუშვებელია ბრალდებულთა და მსჯავრდებულთათვის თმების მთლიანი გადაპარსვის იძულება, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა”, -ნათქვამია ორი მინისტრის ერთობლივ ბრძანებაში.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ჟორდანია ადასტურებს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი პოლიციის ავტომობილის საბარგულში ჩაძვრა