პატარკაციშვილის ოჯახი „ქართუს“ აქციებით დაინტერესდა?

პატარკაციშვილის ოჯახი „ქართუს“ აქციებით დაინტერესდა?

პატარკაციშვილის ოჯახი „ქართუს“ აქციებით დაინტერესდა?„თაიმერს“ პოლიტიკური კულუარებიდან ძალიან საინტერესო და, ამავე დროს, სკანდალური ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც რეალობას მაინცდამაინც არ გავს, თუმცა წყარო აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული დეტალები მალე გახმაურდება.
მაინც, რა ხდება? – საქმე, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ბანკ „ქართუს“ ეხება. ზოგადად, ამ ბანკის გარშემო ხმები პერიოდულად ვრცელდება ხოლმე. ადრეც ითქვა, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კუთვნილი „ქართუ“ იყდებოდა, მაგრამ მაშინ ბანკი არ გაყიდულა.
ამჯერად კი, როგორც ამბობენ, „ქართუს“ აქციებით – არც მეტი, არც ნაკლები – გარდაცვლილი ოლიგაქრის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახია დაინტერესებული.
სხვათა შორის, ამ კულუარული ინფორმაციის გადამოწმება „თაიმერმა“ „ქართუში“ სცადა. ჩვენსა და ბანკის წარმომადგენელს შორის სატელეფონო დიალოგი შედგა, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ კომენტარი გვინდოდა, კომუნიკაცია გაწყდა.
მართლა დაინტერესდა თუ არა პატარკაციშვილის ოჯახი ბანკ „ქართუს“ აქციებით? – გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერია, მაგრამ გარდაცვლილ პატარკაციშვილსა და ივანიშვილს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არასოდეს ქონიათ. ეს გასაგებიც არის, რადგან ისინი ერთმანეთს, შესაძლოა, კონკურენტებად თვლიდნენ.
პატარკაციშვილის გარემოცვის წარმომადგენლები იმასაც ამბობენ, რომ ბოლო დროს პატარკაციშვილი ივანიშვილს „ნაციონალების“ გამო დაემდურა, ანუ 2007 წლის მოვლენების დროს, თითქოს მან მომავალ პრემიერს შესთავაზა, რომ გაერთიანებულიყვნენ და სააკაშვილის რეჟიმისთვის ერთიანი ძალით შეეტიათ, რაზეც უარი მიიღო.
ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, ერთ-ერთ საზოგადოებრივ ღონისძიებაზე ბადრი და ბიძინა შეხვდნენ, მაგრამ ერთმანეთს არც კი მიესალმნენ.
ყველაფერი, შესაძლოა, ლეგენდებია, მით უმეტეს, რომ მდიდარ და ცნობილ ადამიანებზე ხალხს მითების შეთხზვა უყვარს, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ ბიზნესში კონკურენცია მოსულა, მით უმეტეს, ე.წ. „მოსკოვურ ბიზნესში“ – პატარკაციშვილმა და ივანიშვილმა ფული ხომ მოსკოვში იშოვეს, თუმცა როგორც „თაიმერს“ უთხრეს, აწ გარდაცვლილ პატარკაციშვილს თავიდან რუსულ პოლიტკურ ელიტასთან უფრო კარგი ურთიერთობა ქონდა, რაც ბორის ბერეზოვსკის დამსახურება იყო.
სხვათა შორის, 2012 წლის მიწურულს, ერთ-ერთი მსხვილი წართმეული ქონება, რომელიც მფლობელს დაუბრუნდ, პატარკაციშვილის ტელეკომპანია „იმედი“ გახლდათ. მაშინ ითქვა, რომ წამრთმევებსა და ოლიგარქის ოჯახს შორის თითქოს მოლაპარაკება შედგა და „იმედი“ კანონიერ მფლობელს ამიტომ დაუბრუნდა, თუმცა კულუარებში არ გამორიცხავენ, რომ ამ „სხადნიაკში“ რაღაც ფორმით „ოცნების“ წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსხვილი „ნაცების“ წინააღმდეგ ახალმა ხელისუფლებამ ჯოზეფ კეი გამოიყენა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალებს“ პატარკაციშვილის ჩაძირვაში დაეხმარათ.
„თაიმერს“ ისიც უთხრეს, რომ დაახლოებით, ერთი წლის წინ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წარმოამდეგნელბი ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და შეთანხმდნენ, რომ „იმედი“ „ოცნებას“ არ დაარტყამდა. ამ შეხვედრის შუამავალი გია ხუხაშვილი ყოფილა – მაშინ ხუხაშვილი ივანიშვილთან ჯერ კიდევ მეგობრობდა.
იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკაში არც მუდმივი მეგობრები არსებობენ და, მით უმეტეს, არც მუდმივი მტრები, სავსებით დასაშვებია, რომ ორ მდიდარ ოჯახს შორის ურთიერთობა რეალურად დათბა, თუმცა პატარკაციშვილის ოჯახის მხიდან „ქართუს“ აქციებით დაინტერესება, თუ ეს მართალია, მაინც კულმინაციაა.
ისე, რამდენიმე თვის წინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარკაციშვილის ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ერთ-ერთი უწყების ხელმძღვანელად განიხილებოდა. პატარკაციშვილის დისშვილი კი, საგარეო უწყებაში მაღალ პოსტზე მუშაობს.
„მე მაინც მგონია, რომ ივანიშვილსა და პატარკაციშვილის ოჯახს შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარებ იმის საფუძველზე მოხდა, რომ ორივეს ერთი მიზანი აქვს – მიშა როგორმე კუთხეში მიიმწყვდიოს. ზოგადად, მიზანი საშუალებას ამართლებს და ამ გადასახედიდან, ამ ორი ოჯახის ერთი მიზნის გარშემო გაერთიანაბაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისე, თავის დროზე საბედისწერო შეცდომა მიშამ თვითონ დაუშვა, რადგან ცალკე ბადრისთან თამაშობდა და ცალკე – ბიძინასთან. ალბათ, ეგონა, რომ „გათიშე და იბატონე“-ს პრინციპით ორივე მდიდარ ადამიანს თავის ჭკვაზე ატარებდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება, პირადად მე, ბავშვური მგონია. ჩემი აზრით, მიშას ის უნდა ეცადა, რომ პატარკაციშვილსა და ივანიშვილს შორის ზავისთვის მიეღწია და მსოფლიოში ცნობილი ორივე მდიდრისთვის საკუთარი თამაში წესები შეეთავაზებინა,“ – გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.
და კიდევ ერთი: მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოვიდა, „ნაციონალებმა“ მთავარი იერიში ბანკ „ქართუზე“ მიიტანეს, რადგან იცოდნენ, რომ პოლიტიკურ ომში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფინანსური სახსრებია, მაგრამ სააკაშვილის გეგმა ამ კუთხითაც ჩავარდა – მიუხედავად პრობლემებისა, „ქართუ“ ვერ ჩაძირა. უფრო მეტიც, თავის დროზე ხალხმა, სოლიდარობის ნიშნად, „ქართუში“ ანგარიშები გახსნა.
ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაში„ყველა დაპირება სრულდება, შესრულების პროცესშია და აუცილებლად შესრულდება“
შემდეგი სტატიათბოელექტროსადგურებს სემეკის გადაწყვეტილებით, ტარიფი 10 თეთრით გაუძვირდათ