პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური მიხეილ სააკაშვილის გადადგომით დაინტერესდება

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის გადადგომის საკითხით დაინტერესდება.
როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსმა, ზურაბ აზნაურაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, ამ შემთხვევაში ისინი კანონმდებლობის იმ მოთხოვნის შესაბამისად იმოქმედებენ, რომლის მიხედვითაც, უცხო ქვეყნის მოქალაქეს პოლიტიკური საქმიანობის წარმოების უფლება არ აქვს.
“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღების უფლება. შესაბამისად, “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება და შეიცვალოს პარტიის თავმჯდომარე. თუ მოხდება კანონმდებლობის დარღვევა, შეიძლება პროცესში ჩვენი სამსახურიც ჩაერთოს. კანონმდებლობაში არ არის მითითებული დრო, რა ვადაში უნდა მოახდინოს პირმა პარტიის თავმჯდომარეობიდან გადადგომა თუ ის საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, მაგრამ აკრძალულია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ პარტიული საქმიანობა”, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.
მან “ნაციონალური მოძრაობიდან” გასულ ოთხ წევრსაც მიმართა და მოუწოდა, რომ მათ მიერ გაწეული ნებისმიერი ხარჯის შესახებ პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმირება მოახდინონ.
“ნებისმიერი სუბიექტი, რომელსაც აქვს საარჩევნო მიზანი, ვალდებულია დაექვემდებაროს პარტიისთვის დადგენილ წესებს. შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯი აუცილებლად უნდა იყოს დეკლარირებული ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ მათ, რომ ჩვენს სამსახურში ნებისმიერი ხარჯის შესახებ იყოს ინფორმაცია წარმოდგენილი. ფიზიკური პირი გასწევს ხარჯს თუ დარეგისტრირების შემდეგ იურიდიული პირი ან პოლიტიკური გაერთიანება, შესაბამისი ინფორმაცია აუცილებლად უნდა იყოს დეკლარირებული და საჯარო”, – განმარტა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: წალენჯიხის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გამგეობის შენობასთან დაჭრეს?!
შემდეგი სტატიასახალხო დამცველმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა