პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრის გიორგი კობახიძის ვაჟი ინიშნება?

irakli_kobaxidze_uplebebi_პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელ მდივნად, შესაძლოა, კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე დაინიშნოს. ირაკლი კობახიძე საუბრობს, პარტიასთან სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს ადასტურებს, თუმცა კონკრეტულ თანამდებობაზე საუბრისგან თავს იკავებს.
“ჯერჯერობით ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კონსულტაციები მქონდა ზოგადად სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თანამდებობასთან დაკავშირებითაც. მე ზოგადად, პარტიის წევრი თავიდანვე ვიყავი, ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი ვარ და აქედან გამომდინარე, პარტიასთან მუდმივად მქონდა კავშირი და აქტიური კონსულტაციებიც”, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის დროს განაცხადა, რომ პარტიას აღმასრულებელი მდივანი ჰყავს, რომელსაც უახლოეს დღეებში წარადგენენ. კითხვაზე, კონსულტაცია თუ გქონდათ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარტიასთან მჭიდროდ თანამშრომლობს და სხვადასხვა საკითხზე კონსულტაცია ჰქონდა.
“რაც შეეხება კახა კალაძის განცხადებას, მეც მოვისმინე და წარდგენა განხორციელდება უახლოეს მომავალში. წარდგენის შემდეგ გაირკვევა ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძემ.
პარტია” ქართული ოცნების” აღმსარულებელი მდივნის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ზვიად ჯანყარაშვილმა საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

წყარო:”ინტერპრესნიუსი”

 

 

banner
წინა სტატიაშისპენსერ ოლივერი: მოხარული ვარ, რომ გიორგი მარგველაშვილი წარმატებით უძღვება თავის საქმიანობას ქართველი ხალხისთვის
შემდეგი სტატიახელისუფლება ამზადებს მეორე საყდრის-მალხაზ პატარია