პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს მოუსმენენ

პარლამენტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიშით დღეს დეპუტატების წინაშე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია წარდგება.

თორდიას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მოუსმენენ.

ლაშა თორდია კანონმდებლებს პარლამენტის 2013 წლის იმ რეკომენდაციების შესრულებაზე მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც 2014 წელს უნდა განხორციელებულიყო.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატებს ასევე გააცნობს ანგარიშს სახელმწიფო საწარმოების მართვის ეფექტურობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის
შემდეგი სტატიანარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს