პარლამენტში საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს გაიხსნება

parlamenti

საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. კანონმდებლები პარლამენტის თბილისის შენობაში სულ ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ. რამდენიმე კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ერთერთია თავისუფალი დემოკრატების ინიციატივა, რომელიც იმპორტიორებისთვის, რომლებსაც ჰიბრიდული და ან ელექტროძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები შემოჰყავთ, გარკვეული შეღავათების დაწესებას გულისხმობს.

პარლამენტში დეპუტატები საშემოდგომო სესიამდე რამდენიმე საკომიტეტო სხდომას დაესწრებიან. საშემოდგომო სესია პარლამენტში 1 სექტემბერს გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშილერი ხაბელოვი: პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა არ იყო დაგეგმილი, მეც არ გამოვსულვარ სიტყვით
შემდეგი სტატიაპირველი გადადებული თამაში ოლიმპიადაზე – სპორტის სასახლეში ტაბლო გაითიშა