პარლამენტში მმართველი გუნდი გომელაურის მხარდაჭერას აპირებს

უსაფრთხოების სამსახურს ვახტანგ გომელაური უხელმძღვანელებს. ამ თანამდებობაზე ის დღეს პრემიერმა წარადგინა.

გომელაურს სამოქმედო გეგმა დღეს არ წარუდგენია, მაგრამ გამოთქვა მზადყოფნა, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური ჩაიბაროს.

უმრავლესობა მზად არის, მის კანდიდატურას მხარი დაუჭიროს და ის პოსტზე 6 წლის ვადით აირჩიოს.

საპარლამენტო ოპოზიციაში კი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილი გომელაურისთვის ამ პოსტის ჩაბარებით უსაფრთხოების სამინისტროს ოპონენტებზე ზეწოლისთვის გამოიყენებს.

უსაფრთხოების სამინისტროს მიმდინარე წლის ბიუჯეტი 36 მილიონ ლარს შეადგენს.

შს მინისტრად კი კულუარებში სამი კანდიდატი სახელდება – ანზორ ჩუბინიძე, არჩილ თალაკვაძე და გიგლა აგულაშვილი.

banner
წინა სტატიაშისასწრაფოდ: ანაკლიაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო
შემდეგი სტატიადავით ბაქრაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტუსკის საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზის გადმოწევას დაემთხვა