პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

parlamenti

პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, საპროცედურო საკითხთა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ხმაურით მიმდინარეობს.
კომიტეტზე “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონს იხილავენ. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ პარლამენტისთვის შეთავაზებული ცვლილება ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის კონსტიტუციასთან გარკვეულწილად შეუსაბამობაშია.
ოპოზიციის განცხადებებს უმრავლესობის დეპუტატების უკმაყოფილება მოჰყვა. “თქვენ აქ ვის დაკვეთას ასრულებთ, რომ ზიხართ, გაეთრიეთ აქედან!”, – მიმართა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ უმცირესობის წევრებს.

banner
წინა სტატიაშირუსული მედია ერევნის ამბებს “მორიგ მეიდანს” უწოდებს
შემდეგი სტატიასოჭში კოკისპირული წვიმა მოვიდა–ფოტოები “თაიმერს” სოჭელმა კოლეგებმა მიაწოდეს