პარლამენტში ეროვნული ბანკიდან „საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ გამოყოფის თაობაზე მსჯელობენ

 

ამ წუთებში პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცლილების შეტანის შესახებ მსჯელობენ.

როგორც კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის ინიციატორმა, თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ეროვნულ ბანკს „საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო“ უნდა გამოეყოს და მისი დეპოლიტიზება მოხდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდელი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში წარმატებულად არსებობს, არსებული მოდელი ჩვენს პირობებში რბილად რომ ვთქვათ, არ იძლეოდა იმ ეფექტს, რაც უნდა მოეტანა ნორმალურ პირობებში, რადგანაც თავიდანვე ამ ორგანოს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტება სუფთა პოლიტიკური ნიშნით მოხდა“, – განაცხადა მეჭიაურმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო – საბიუჯეტო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაში“სტიქია ხელისუფლებისათვის მაშველი რგოლი ვერ გახდება”
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი დააკავეს