პარლამენტმა “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა 80 ხმით, 19 – წინააღმდეგი, მესამე მოსმენით, “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა. კენჭი ეყარა და მიღებულია გამომდინარე პროექტებიც.
ცვლილებები ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან საბანკო სფეროს ზედამხედველობის სამსახურის გაყვანას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტით, საფინანსო სექტორის ერთადერთი სახელმწიფო საზედამხედველო ორგანო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო იქნება. ეროვნული ბანკის ფარგლებში მოქმედი საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტი კი, უქმდება.
განხილვის პროცესში პროექტით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი შეიცვალა. მათ შორის ცვლილებები შეეხო სააგენტოს საბჭოს დაკომპლექტების წესს და მისი ხელმძღვანელის არჩევის საკითხს. ასევე სააგენტოში შიდა აუდიტორული სამსახურის შექმნა გადაწყდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდიმარის და მისი პირველი მოადგილის თამაზ მეჭიაურის და ნოდარ ებანოიძის ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა როგორც პარლამენტში, ასევე საბანკო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდენ კრიტიკის თემად იქცა.
პრეზიდენტი საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს გამოყენებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიმარია გაიდარი სამშობლოს მოღალატეს შეადარეს
შემდეგი სტატიანორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა