პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა “საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. რიგგარეშე სესიაზე ცვლილებებს მხარი 78 დეპუტატმა დაუჭირა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს პარლამენტში ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართული განხილვები ძირითადად პოლიტიკურ საკითხებს უკავშირდებოდა.
“ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებების განხილვა პარლამენტში დასრულდა. შენიშვნები ძირითადად ეხებოდა არა ბიუჯეტის კორექტირებას, არამედ ზოგადად პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს. ბუჯეტის კანონპროექტში დღეს არანაირი ცვლილებები არ შესულა. პარამეტრები დარჩა იგივე. კერძოდ, შემოსულობების ნაწილში ბიუჯეტის ზრდა ხდება 25 მილიონი ლარით. ამ თანხის დახარჯვას არ ვფიქრობთ ჩვენ. ეს თანხა გროვდება ბიუჯეტის დეპოზიტებზე, რის გამოც ხარჯვითი ნაწილი რაც იყო, რჩება უცვლელი. ხდება სამინისტროებში თანხების გამოთავისუფლება და აღნიშნული თანხები მიემართება საჭიროებისამებრ”, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.

banner
წინა სტატიაშინორვეგიელმა ტერორისტმა ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში დაიწყო სწავლა
შემდეგი სტატია,,ის, რაც პუტინს აღეზიანებს, მე სულისკვეთებას მმატებს,, – მიხეილ სააკაშვილი