პარლამენტი ხვალ პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს პარლამენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. ხვალვე იგეგმება საკითხის კენჭისყრაზე გატანა. შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტის ბიურომ მიიღო. მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევისათვის ემზადება, რასაც პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, სულ მცირე 76 ხმა სჭირდება.
პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა 13:00 საათზე დაინიშნა. სესია პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: გადამწყვეტი მომენტია მილიონერთა ხელისუფლების დემონტაჟისთვის
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3644 ლარი გახდა