პარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრებას

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლა

7754646პარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს მოსვლას – ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე პრეზიდენტის ანგარიშზე არდასწრების თაობაზე მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

“მთვარობა იქნება ინფორმირებული, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ინფორმირებული. მთავრობის წევრებს აქვთ უფლება მობრძანდნენ და დაესწრონ, მაგრამ პარლამენტი მათ ვერ დაავალებს საკანონმდებლო ორგანოში მოსვლას. ასეთ ჩანაწერს რეგლამენტი არ ითვალისწინებს,” – განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ  დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს მიმართა გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას უზრუნველყოს ყველა ინსტიტუციის წარმომადგენლის მოწვევა.

banner
წინა სტატიაშიუნდობლობის პროცესის დაყწებას სჭირდება 60 ხმა ჩვენ ამას მივაღწევთ
შემდეგი სტატიათბილისის რამდენიმე უბანს ხვალ ენერგომომარაგება შეეზღუდება