„პარლამენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ანგარიში განიხილოს“

პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსასმენად პარლამენტის კარი ღიაა ყველასთვის

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ბანკის ანგარიშში უკეთ გარკვევას შეეცდება.

„არა თუ უფლება აქვს პარლამენტს, რომ ეს საკითხი განიხილოს, არამედ პარლამენტი ვალდებულია, ეროვნული ბანკის ანგარიში განიხილოს. ანგარიში ზუსტად იმ პერიოდს მოიცავს, როდესაც ქვეყანაში ეს მოვლენები განვითარდა. ამიტომ ჩვენ რა თქმა უნდა, პარლამენტის კედლებში კონსტიტუციით და კანონით განსაზღვრული ყველა ფორმატით და ყველა ფორმით ამ საკითხში უკეთ გარკვევის მცდელობა გვექნება. დანარჩენი ვნახოთ რა გამოიკვეთება ამ პროცესში“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის საუბარია, რომ ლარის დევალვაციის მიზეზები შესაძლოა, პარლამენტში სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ შეისწავლოს. კომისიის შექმნის ვადები ჯერ არ კონკრეტდება. სავარაუდოდ, საგამოძიებო კომისია მას შემდეგ შეიქმნება, რაც პარლამენტში ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მოუსმენენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შევა კომისიის შემადგენლობაში, ან დაუჭერს თუ არა მხარს უმრავლესობა ამ ინიციატივას.

banner
წინა სტატიაში„ქალაქის საცობებისგან განტვირთვის სტრატეგიის ძირითადი ნაწილი უკვე მზადაა“
შემდეგი სტატია„ჩვენი მხრიდან მზად ვართ, რომ ხვალ დილიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საქმეს შევუდგეთ“