პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

vazagashviliპარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დასრულდა. იური ვაზაგაშვილის ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პარლამენტის შენობის წინ იყვნენ შეკრებილები და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეთა თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიებისა და დამნაშავე პირების დასჯის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ. რაც შეეხება მომდევნო აქციას, მათი თქმით, ამის შესახებ ცნობილი ხვალ გახდება. ამ ეტაპზე საპროტესტო აქციის თარიღი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” წევრებმა დასახელა.

“ჩვენ ვგეგმავთ საპროტესტო აქციის გამართვას 23 იანვარს, 17:00 საათზე, “სამართალდამცავთა ლიგის” ოფისთან. ეს ის ორგანიზაციაა, სადაც ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა მოღვაწეობს, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეში ფიგურირებს”, _ აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.

banner
წინა სტატიაშიიური ვაზაგაშვილის ცხედარი ექსპერტიზისთვის გადაასვენეს
შემდეგი სტატია„მარიამ კოჩალიძის საქმეზე პროკურატურა თეირანის პოლიციასთან და ინტერპოლთან მუდმივ კონტაქტზეა“