პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ 14:00 საათისთვის დაინიშნა

parlamenti

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პარლამენტის ხვალინდელი რიგგარეშე 14:00 საათისთვის დაინიშნა. რიგგარეშე სხდომაზე განხილული იქნება ერთადერთი საკითხი – ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზები.
სხდომა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივით იმართება. ამასთან, მათ ბიუროს სხდომაზე მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრების მოწვევა მოითხოვეს.
როგორც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მიზანია, არა უბრალოდ საუბარი და დებატები, არამედ ის, რომ საკანონმდებლო ორგანოში კომპეტენტური მსჯელობა გაიმართოს და მოსახლეობამ უშუალოდ მთავრობის წარმომადგენლებისგან მიიღოს ინფორმაცია, რას გეგმავენ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანისთვის.
“ნაციონალური მოძრაობა” ხვალინდელ სხდომაზე ხელისუფლებისთვის 36-პუნქტიანი ე.წ. ანტიკრიზისული გეგმის შეთავაზებას გეგმავს.
ამასთან, მანა კობახიძის განხაცდებით, რიგგარეშე სხდომის შესახებ საჯაროდ არიან ინფორმირებული როგორც დეპუტატები, ისე – მთავრობის წევრები.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში დღეს დაიწყება
შემდეგი სტატიაქალაქ ზუგდიდის საკრებულომ მიწის ნორმატიული ფასი განსაზღვრა