პარლამენტარები “ოჯახური მდგომარეობის გამო” პლენარულ სხდომებს ვეღარ გააცდენენ

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, “ოჯახური მდგომარეობის გამო” პარლამენტის სხდომების გაცდენა, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, შესაძლოა, პარლამენტის რეგლამენტიდან ამოიღონ.

დავით უსუფაშვილის თქმით, არიან დეპუტატები, რომელთაც 60-ზე მეტი გაცდენა აქვთ, მათ შორის ყველაზე მეტი – 101 გაცდენა კობა ნაყოფიას აქვს.

“რეგლამენტით გათვლილია, რომ ოჯახური მდგომარეობით სხდომების გაცდენა საპატიო მიზეზად ითვლება. ვფიქრობ, რომ პარლამენტის წევრები სხვა ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან, თუმცა თუ გადავხედავთ სტატისტიკას, აქ სულ სხვა შემთხვევასთან გავქვს საქმე. ამოვწერე 10 ხშირად გამცდენი დეპუტატის სახელი და გვარი, ვისაც გაცდენილი აქვთ 60-ზე მეტი სხდომა. გიორგი ვაშაძე 66 სხდომა აქვს გაცდენილი, დავით ბეჟუაშვილს 74, გოდერძი ბუკია 91 სხდომას არ ესწრებოდა, გიორგი ლიპარტელიანი 93 სხდომას, რამაზ ნიკოლაიშვილი 94-ს, აზერ სულეიმანოვს 96 გაცდენა აქვს, თუმცა ყველაზე მეტი კობა ნაყოფიას – 101 გაცდენა აქვს. თუ მათ რაიმე პრობლემა აქვთ ოჯახური მდგომარეობის გამო, ჩვენ მათთან უნდა ვიყოთ. მესმის ისიც, რომ ჩემი სიტყვები ცინიკურად ჟღერს. ვთხოვ საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომ “ოჯახური მდგომარეობის გამო”, რომელიც საპატიო მიზეზად ითვლება, ამოღებულ იქნას პარლამენტის რეგლამენტიდან”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკრწანისის სასწავლო ცენტრთან სამხედრო მოსამსახურე ჩამომხრჩვალი იპოვეს
შემდეგი სტატია„ეროვნული ბანკთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე ხელისუფლებასთან დისკუსიაში ვართ“