პარიზი კვლავ სამართალდამცავების გაძლიერებული კონტროლის ქვეშ რჩება

პარიზის ღირსშესანიშნავ ადგილებს უკვე ერთ კვირაა სპეცრაზმელები აკონტროლებენ. დაცვის სამსახური მობილიზებულია დიდ სავაჭრო ცენტრებთან. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება გადაწყვიტა. კრიზისების მართვის საბჭომ კი დღეს მორიგი შეხვედრა გამართა.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამარტენსა და პარიზის სუპერმარკეტში სპეცოპერაციების ამსახველი ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა. კადრებში ჩანს თუ როგორ გამოჰყავთ მაღაზიის შენობიდან სპეცრაზმელებს ტერორისტის ამედი კულიბალის მკვლელობის შემდეგ გათავისუფლებული მძევლები.

პარიზში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სოლიდარობის აქცია. დემონსტრანტები მდუმარე მარშის შემდეგ კვლავ რესპუბლიკის მოედანზე დაბრუნდნენ.

პარიზი ერთი დღით მსოფლიო დედაქალაქად იქცა. ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის გამოსახატად და „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ნიუ იორკში Empire state building-ი საფრანგეთის დროშის ფერებით გაანათეს.

გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს ლონდონშიც. ქალაქის ეროვნული გალერეა და ტაუერ ბრიჯი სამფერში იყო განათებული.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილი: გვინდა ახლავე მოვუწოდოთ პარლამენტის თავმჯდომარეს შედგეს ასეთი შეხვედრა
შემდეგი სტატიავიქტორ იანუკოვზე ინტერპოლმა ძებნა გამოაცხადა