პან გი მუნის ახალი ინციატივა – გაეროს გენერალური მდივანი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნას ითხოვს

გაეროს გენერალურმა მდივანმა სწრაფი რეაგირების ძალების შექმნის ინიციატივა წამოაყენა. პან გი მუნმა გაეროს სამშვიდობო საქმიანობის რეფორმირებაზე სპეციალური მოხსენება მოამზადა.

139 გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ცვლილების მთავარი მიზანი გაეროს სამშვიდობო მისიის მობილიზების სისწრაფე უნდა გახდეს, ამისათვის კი ორგანიზაციას მუდმივად მზადყოფნაში მყოფი ქვედანაყოფები უნდა ჰყავდეს.

გაეროს სამშვიდობო მისია ამჟამად 16 ქვეყანაში მუშაობს და ის 105 ათას სამხედროსა და პოლიციელს მოიცავს.

პან გი მუნის ინიციატივით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევები მოითხოვს, რომ ცისფერჩაფხუტიანთა კონტინგენტი უფრო მობილური და სრულად ფუნქციონალური უნდა გახდეს.

banner
წინა სტატიაშიმევენახეების მოთხოვნა უცვლელია – ისინი ყურძნის ფასის გაზრდას ითხოვენ
შემდეგი სტატიაინდოეთში მომხდარ აფეთქებას 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა(ფოტო)