“პანორამა თბილისის” პროექტის მოწინააღმდეგეები სოლოლაკის ქედისკენ მიემართებიან

აქციის მონაწილეები მსვლელობით სოლოლაკის ქედისკენ მიემართებიან. აქციის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს. ისინი იმ ტერიტორიის მახლობლად შეჩერდნენ, სადაც სავარაუდოდ, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს. აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და მოქალაქეები “პანორამა თბილისის” მშენებლობას აპროტესტებენ.
გზადაგზა ისინი სკანდირებდნენ “არა პანორამას”.
აქციის მსვლელობას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებენ.

banner
წინა სტატიაშისაპროტესტო აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ
შემდეგი სტატიადღეს მინსკში უკრაინის საკითხებზე მოლაპარაკება გაიმართება