“პანორამა თბილისის” მშენებლობას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე გააპროტესტებს

“პანორამა თბილისის” მშენებლობას 16 არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების მოედანზე გააპროტესტებს.

გარემოს დამცველები და ხელოვნებათმცოდნეები საკრებულოს შენობის წინ შეიკრიბებიან და ხელისუფლებას პროექტის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

“პანორამა თბილისის” მშენებლობას პეტიციაზე ათასამდე ხელმომწერიც აპროტესტებს.

ეკონომიკის სამინისტროში “პანორამა თბილისისადმი” ლოიალურ დამოკიდებულებას არც ნებართვის გაცემამდე მალავენ. საკითხის განხილვა სამინისტროს ჯერ არ დაუწყია, მაგრამ უწყებაში ფიქრობენ, რომ პროექტი ეკონომიკურად ხელსაყრელია.

პროექტის მოწინააღმდეგეები კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობენ. მათი განმარტებით, ძველი თბილისის იერსახის შეცვლასთან ერთად “პანორამა თბილისი” სოლოლაკში გადაადგილებას სერიოზულ პრობლემას შეუქმნის. მშენებლობის პროცესი კი ამაღლების და ასათიანის ქუჩებზე ისედაც ავარიულ სახლების მდგომარეობს კიდევ უფრო დაამძიმებს.

საკრებულომ სოლოლაკის ფერდობს სტატუსი გასული წლის ბოლოს უკვე მოუხსნა. პარალელურად, ქედზე “პანორამა თბილისის” მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

პროექტის სრულმასშტაბიან სამუშაოებს თანაინვესტირების ფონდი, ეკონომიკის სამინისტროსგან ოფიციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში, მიმდინარე წელს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: 2014 წელი “შავი წელი” იყო ევროპის უსაფრთხოებისთვის
შემდეგი სტატიაუკრაინაში “ბოევიკების” მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ხუთი წლის გოგონა დაიჭრა