პანკისში “შარლი ებდოს” მიერ გამოქვეყნებული კარიკატურა გააპროტესტეს

პანკისის ხეობაში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივმა მუსლიმებმა, ჟურნალ “შარლი ებდოს” მიერ გამოქვეყნებული მუჰამედის კარიკატურა გააპროტესტეს. პანკისის ხეობის მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთში, “შარლი ებდოს” რედაქციაზე თავდასხმა ტერორისტული აქტი არ არის.
საპროტესტო აქცია, პანკისის ხეობაში დღეს ლოცვის თანხლებით მიმდინარეობდა. პანკისის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ მუჰამედ წინასწარმეტყველის დაცვა მათი მთავარი მოვალეობაა.

ჩეჩნები მუჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების დაბეჭდვას აპროტესტებენ. დღესვე მასშტაბური აქცია გროზნოს ცენტრში გაიმართა. დემონსტრანტების წინაშე სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის ლიდერიც.

რამზან კადიროვის თქმით, არავის მისცემენ ისლამის შეურაცხყოფის უფლებას. აქციის გამო დღევანდელი დღე ჩეჩნეთში უქმედ გამოცხადდა. ანალოგიური აქცია გუშინ ინგუშეთშიც გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ნათლისღება აღნიშნეს
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნათია წკეპლაძის კანდიდატურას განიხილავენ