,,პანკისელი ჩეჩნები კადიროვს უჭერენ მხარს,, აცხადებს პანკისიდან დაბრუნებული კადიროვის ჩინოვნიკი…

chechnyaჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც ,,ჩეჩნეთ-საქართველოს მეგობრობის კომიტეტის,,  ,,კავკასიური სამშვიდობო ფორუმისა,, და სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შეჯამებას შეეხო…

გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ზელიმხან მუსაევმა, საქართველო და კერძოდ პანკისის ხეობა მოინახულა… სადაც მთელი რიგი შეხვედრები გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან და ეთნიკურ ჩეჩნებთან. მუსაევის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ორ ერს შორის კულტურული და რელიგიური კავშირების გაღრმავებას.

საქართველოში ნამყოფი მრგავლი მაგიდის მონაწილე კიდევ ერთი კადიროველი ჩინოვნიკის, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ტერიტორიალური წარმომადგენლობების განყოფილების უფროსის ისლამ საიდაევის განცხადებით, ადრე საქართველო ჩეჩნეთის ურთიერთობებში იყო ნეგატიური მოვლენები, რომელიც ამ დროისთვის ამოწურულია…

,,ახლა პანკისელ ახალგაზრდებს და უხუცესებს  ჩეჩნეთის რესპუბლიკასთან მრავალწლიანი ურთიერთობების დამყარება უნდათ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არანაირი მუქარა და აგრესიული განწყობა ჩეჩენი ხალხის მიმართ, პანკისის ხეობის მოსახლეობიდან არ მოდის. ხალხს მშვიდობიანად და მეგობრულად უნდა ცხოვრება. აღნიშნეს, რომ იყო ადგილობრივი მცხოვრებლების მხრიდან ,,ისლამურ სახელმწიფოში,, წასვლის ფაქტები და ისინი საქართველოს კანონებით უკან ვერ დაბრუნდებიან. გვინდა გითხრათ… პანკისელმა ჩეჩნებმა გვთხოვეს გადმოგვეცა ჩეჩნეთის ხელმძღვანელობისათვის, რომ ისინი ჩეჩენი ხალხის ნაწილი არიან და მთლიანად მხარს უჭერენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის მიერ აღებულ კურს, მშვიდობიანი აღმშენებლობისა და ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში,, აცხადებს ჩეჩენი ჩინოვნიკი.

შევედრის მონაწილეები გამოვიდნენ წინადადებით და მხარი დაუჭირეს იდეას, რომ უახლოეს ხანებში გროზნოში გაიმართოს ფორუმი, საქართველოდან მოწვეული საზოგადოებრივი ინსტიტუტების მონაწილეობით,  საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიესპანეთის მთავრობა კატალონიელებს ავტონომიის ჩამორთმევით დაემუქრა
შემდეგი სტატიასხეულის თავისუფლების ფესტივალი შვეიცარიაში (VIDEO +18)